გურჯაანში სტიქიას ებრძვიან. დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, დაისეტყვა რამდენიმე სოფელი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ უხვმა ნალექმა მდინარეების – ახტალისხევის და ნავთისხევის ადიდება გამოიწვია. წყალმა კალაპოტი გაარღვია. ცენტრალურ – თავისუფლებისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე კი წყალი მოედინება.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის წვიმამ გადაიღო, წყლის დონემ კი ნელ-ნელა კლება დაიწყო.
სტიქიამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც მიაყენა ზიანი სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…